“მოქკავშირმა” თვითმმართველობის არჩევნების ახალ კანონპროექტი წარმოადგინა

(თბილისი, 7 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირმა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ პარლამენტს ახალი კანონპროექტი წარუდგინა.

კანონპროექტი ადგილობრივი გუბერნატორებისა და ქალაქის მერების არჩევნითობას ითვალისწინებს. ამავე დროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ძლიერ სტრუქტურებს გულისხმობს.

პარლამენტის ვიცესპიკერისა და “მოქკავშრის” წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, “მოქკავშირი” ითანამშრომლებს ყველა იმ ფრაქციასთან, რომელიც მათ პრინციპებს გაიზიარებს.

ფრაქცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების წინააღმდეგია. ის არჩევნების 2002 წლის ზაფხულში ჩატარებას ითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური)