ევროკავშირში ინტეგრაცია – საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი
(თბილისი, 11 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “ევროსაბჭოში ინტეგრაცია და რუსეთსა და აშშ-სთან კონსტურქციული თანამშრომლობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებია”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს გამართულ რადიო ინტერვიუში. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა 18-21 მარტს მის ვიზიტზე ბრიუსელში, სადაც ის ევროსაბჭოსა და ნატო-ს წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტისას ასევე განიხილება საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის ურთიერთობის საკითხები, განაცხადა შევარდნაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური)