რუსეთი საქართველოში ამერიკის გეგმებით შეშფოთებულია – რუსეთის თავდაცვის მინისტრი

(თბილისი, 11 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “ამერიკის სამხედროების განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისთვის საგანგაშოა,” განაცხადა 11 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა, იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი.

“ამ დროისათვის ჩვენ გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია 200 ამერიკელი ჯარისკაცის საქართველოში ჩამოსვლა. გადაწყვეტილება დამატებითი ძალების საქართველოში განთავსების თაობაზე მოგვიანებით იქნება მიღებული,” განაცხადა ივანოვმა დღეს, აშშ-ში გამგზავრებამდე.

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტები ქართული ანტიტერორისტული ქვედანაყოფების მოსამზადებლად მარტის ბოლოსთვის ჩამოვლენ საქრთველოში. 

This post is also available in: English (ინგლისური)