ნატო საქართველოს ანტიტერორისტულ ბრძოლაში დაეხმარება – აცხადებს ლორდ რობერტსონი
(თბილისი, 19 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “საქართველოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დამოკიდებულია ქვეყნის სამხედრო პოტენციალზე, ისევე როგორც ქვეყანაში შექმნილი პრობლემურ სიტუაციის გასანეიტრალებლად არსებულ შესაბამის საჯარისო ერთეულებზე,” განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ლორდ რობერტსონმა 18 მარტს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას. “ამიტომ არის, რომ ნატო-ში შესული ინდივიდუალური ქვეყნები და თავად ნატო-ც მზადა არიან დაეხმარონ საქართველოს მისი ტერიტორიაზე არსებული პრობლემების გადაჭრაში,” განაცხადა ჯორჯ რობერტსონმა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ-ის დახმარების ძირითადი პრინციპი ნატოს სტანდარტების გათვალისწინებით საქართველოში რეფორმების დანერგვა იქნება. “გაწვრთნილი საჯარისო შენაერთები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იქნება გამოყენებული”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძე. ბრიუსლში ჩასვლამდე ედუარდ შევარდნაძე გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც მან აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს დიდი ხნის მიზანია. პრეზიდენტი საქართველოში 19 მარტს დაბრუნდება.
This post is also available in: English (ინგლისური)