შევარდნაძე მისი საპრეზიდენტო ვადის გაგრძელებას გამორიცხავს

(თბილისი, 25 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩემი საპრეზიდენტო ვადის გაგრძელებისა, როგორც ეს ზოგიერთმა ბიზნესმენმა შემომთავაზა”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ მის დღევანდელ რადიოინტერვიუში.

22 მარტს პრეზიდენტი გავლენიან ბიზნესმენებს შეხვდა. ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადის სულ ცოტა ორი წლით გაგრძელება აუცილებელია.

“ეს ბიზნესმენები ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენია და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ”, თქვა პრეზიდენტმა.

ქართულ პოლიტიკურ წრეებში ბიზნესმენებთან შეხვედრა მიიჩნიეს როგორც პრეზიდენტის მცდელობა შეექმნა ახალი პოლიტიკური დასაყრდენი.

დაშლამდე  პარტია “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი” შევარდნაძის საყრდენ ძალას წარმოადგენდა. 

This post is also available in: English (ინგლისური)