რუსეთი ჩეჩენი საველე მეთაურის ექტრადიციას მოითხოვს
(თბილისი, 26 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საელჩოს მოსკოვში საპროტესტო ნოტა გადასცა, სადაც რუსეთი საქართველოსგან ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის მისთვის გადაცემას ითხოვს. “რუსეთი საქართველოში მყოფ რუსლან გელაევს ჩეჩნეთში უკანონო სამხედრო ფორმირებების შექმნის გამო ეძებს”, ნათქვამი საპროტესტო ნოტაში. რუსეთის გენერალური პროკურატურა გელაევის ექსტრადიციას გასული წლის ნოემბრიდან ითხოვს. საქართველოს უშიშროების სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ გელაევი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას ფლობს.
This post is also available in: English (ინგლისური)