ქართველო დეპუტატების აზრით აფხაზეთში ომის საშიშროება რეალურია

(თბილისი, 28 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 28 მარტს გამართულ საპარლამენტო სესიაზე დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ აუცლებელია შეიმუშაონ სპეციალური დოკუმენტი, რათა საქართველო პროვოკაციას აარიდონ.

“როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთს სურს საქართველო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრიოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვითარება სერიოზულ სახეს ღებულობს,” განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

ფრაქცია “აფხაზეთის” თავმჯდომარის გივი ლომინაძის განცხადბით, აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია 1992-93 წლების დაძაბულობას წააგავს, როდესაც აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური)