საქართველო ბრიტანულ კომპანია “აი თი ეს”-თან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს
(თბილისი, 1 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს მთავრობამ ბრიტანული კომპანია “აი თი ეს”-ის კონტრაქტის გაგრძელება არ მოისურვა. კომპანია საქართველოში იმპორტირებულ საქონელს ამოწმებდა. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი, რომლის თანახმადაც “აი თი ეს”-ი საბაჟო დეპარტამენტს იმპორტირებული საქონლის შემოწმებაში ეხმარებოდა, 31 მარტს ამოიწურა. საქართველოს მთავრობის განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტს დამოუკიდებლად შეუძლია ქვეყანაში შემოსული საქონლის შემოწმება. მისი აზრით, ბრიტანულ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტა საბაჟო შემოსავლების შემცირებას არ გამოიწვევს.
This post is also available in: English (ინგლისური)