მხარეები აფხაზეთის კონფლიქტში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის დანიშვნას მიესალმებიან
(თბილისი, 2 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ლოშჩინინინს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში პრეზიდენტ პუტინის პირად წარმომადგენლად დანიშვნას მიესალმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თვითაღიარებული აფხაზეთის მთავრობამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეს ფაქტი რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვალერი ლოშჩინინი მის პირად წარმომადგენლად საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში 1 აპრილს დანიშნა. საქართველოს მხრიდან პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძეა.
თავმჯდომარე კახა სიხარულიძე აცხადებს, რომ ლოშჩინინის დანიშვნა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში წინ გადადგმული ნაბიჯია.
This post is also available in: English (ინგლისური)