აფხაზები სამხედრო ტექნიკის კოდორთან განლაგებას უაყოფენ

(თბილისი, 4 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – თვითგამოცხადებული აფხაზეთის გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან ქიშმარია უარყოფს ცნობებს იმის შესახებ, რომ აფხაზებმა კოდორის ხეობის მისადგომებთან სამხედრო ტექნიკა გადაისროლეს.

ჭუბურხინჯში ქართულ მხარესთან შეხვედრისას ქიშმარიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთი შეასრულებას იმ ვალდებულებებს, რომლებსაც 2 აპრილს ხელმოწერილი პროტოკოლი ითვალისწინებს.

პროტოკოლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალები კოდორის ზედა ყელიდან 10 აპრილამდე უნდა გაიყვანოს. 

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობის თანახმად, ქართული შეიარაღებული ძალების გასვლასთან ერთად აფხაზური მხარე კოდორის მისადგომებთან დამატებითი ძალების განლაგებას აპირებდა.

ქიშმარიამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთი სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებს, ვინაიდან შიშობს, რომ საქართველო მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განახორციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური)