ქართულ-ბერძნული პოლიტიკური კონსულტაციები

(თბილისი, 8 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები 8-10 აპრილს პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავენ.

ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბურდული ხელმძღვანელობს.

კონსულტაციებზე განიხილება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხები. 

This post is also available in: English (ინგლისური)