რუსეთი საქართველოს აფხაზეთში ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებს
(თბილისი, 9 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “საქართველოში არსებული ზოგიერთი ძალა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს”, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში, რომელიც 8 აპრილს გავრცელდა. ივანოვის განცხადება 7 აპრილს საქართველო-აფაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ სამშვიდობო ძალებზე თავდასხმის ფაქტს შეეხება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს კონფლიქტის ზონაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღებისკენ მოუწოდა. ეს შემთხვევა შეიძლება საქართელოს ოფიციალურ პოლიტიკადაც კი ჩაითვალოს – ნათქვამია განცხადებაში. ქართველი მებრძოლები რუს სამშვიდობოებზე მომხდარ თავდასხმასთან კავშირს უარყოფენ. ქართული მხარის მტკიცებით, ეს შემთხვევა პროვოკაციული სახის იყო.
This post is also available in: English (ინგლისური)