საქართველოს დაზვერვის ინფორმაციით, რუსები კვლავ აპირებენ კოდორში შესვლას
(თბილისი, 16 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 16 მაისს საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ავთანდილ იოსელიანმა განაცხადა, რომ აფხაზური და რუსული მხარე კოდორის ხეობაში შეიარაღებული კონტინგენტის შეყვანას გეგმავენ.
იოსელიანის თქმით, ჯერ დაზუსტებული არ არის, ვინ მიიიღებს მონაწილეობას ამ ოპერაციაში, რუსი მშვიდობისმყოფელები თუ დაქირავებული ბოევიკები, მაგრამ არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ აფხაზური მხრიდან ხეობაში შეიარაღებული დაჟგუფება შევიდეს.
მისივე ინფომაციით, აპრილის თვეში სოხუმში რუსი მაღალჩინოსანი ოფიცრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც აფხაზურ მხარესთან კონსულტაციები გამართეს კოდორის ხეობაში მომავალი მოქმედებებტან დაკავშირებით.
12 აპრილს რუსეთის სამშვიდობო ძალების 80-კაციანი ჯგუფი ქართული მხარისა და გაეროს სამხედრო დამკვირვებლების გაფრთხილების გარეშე შევიდა. მოგვიანებით, ქართული მხარის მიერ გაკეთებული მკაცრი განცხადებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან ამ ქმედების დაგმობის გამო რუსი მშვიდობისმყოფელები იძულებულნი გახდნენ, კოდორის ხეობა დაეტოვებინათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)