შევარდნაძისა და პუტინის სატელეფონო საუბარი

(თბილისი, 28 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ტელეფონით ესაუბრა მის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს, იუწყება სახელმწიფო კანცელარია.

საუბრის მთავარი თემა მოსკოვში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა იყო. პრეზიდენტმა შევარდნაძემ დიდად დააფასა ის ფაქტი, რომ შეხვედრისას საქართველოს საკითხის განიხილებოდა.

სატალეფონო საუბარი ასევე შეეხო რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს საქართველოში.

ედუარდ შევარდნაძემ კმაყოფილება დადებითად შეაფასა მისი შეხვედრა საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან ვალერი ლოშჩინინთან და რუსეთის ფედერაციის ზედა პალატის თავმჯდომარესთან სერგეი მირონოვთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)