რუსთავში არჩევნები ჩაიშალა
(თბილისი, 2 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჯუმბერ ლომინაძის განცხადებით, ქალაქ რუსთავში არჩევნები გაუქმებულად გამოცხადდა.
ჯუმბერ ლომინაძის თქმით, 54 საარჩევნო უბნიდან 22-ში არჩევნები ჩაშლილია.
საარჩევნო ბიულეტენების დიდი ნაწილი დილას იქნა გატაცებული უცნობების მიერ. ჯუმბერ ლომინაძის თქმით, პოლიციამ და პროკურატურამ უკვე დაიწყო საქმის გამოძიება.
ბიულეტენების გატაცებამ მ,ოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. ათასობით მოქალაქე შეკრებილია რუსთავში და საპროტესტო აქციებს მართავს.
ჯუმბერ ლომინაძის თქმით, განმეორებითი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.
შესაძლოა, არჩევნები ჩაიშალოს ზუგდიდშიც, სადაც 7 უბანში არჩევნები უკვე გაუქმდა.
კონკურენტი პარტიები ერთმანეთს ადანაშაულებენ ბიულეტენების გატაცებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)