პარლამენტი ცსკოს წარმომადგენლებს იწვევს

(თბილისი, 7 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა ცსკოს წარმომადგენელბის პარლამენტში მოწვევა მოითხოვეს. ისინი ახსმა-განმარტებას ითხოვენ საარჩევნო ბიულეტენების ნაწილის დაგვიანებით დაბეჭდვის გამო, რის გამოც ზოგიერთ საარჩევნო უბანში არჩევნები გადაიდო.

დღევანდელ საპარლამენტო სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსთავის ბიულეტენები სტამბიდან 2 ივნისს დილის 7 საათზე გამოიტანეს. არჩენვები სწორედ ამ დროს უნდა დაწყებულიყო. ბიულეტენები საარჩევნო უბნებისკენ მიმავალი გზიდან დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს.

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ცსკოს წარმომადგენლებმა პარლამენტს არჩენვების გადადების მიზეზები უნდა აუხსნან.

ხაშურში არჩევნების გადადების მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ ბიულეტენები საარჩევნო უბნებისთვის საერთოდ არ მიუწოდებიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)