ევროსაბჭო ლტოლვილთა და დევნილთა საკითხს განიხილავს

(თბილისი, 27 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ლტოლვილებთან და დევნილებთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს განიხილავს.

ამ საკითხზე მიგრაციის, ლტოლვილთა და დემოგრაფიის საკითხთა კომიტეტის მოხსენებას წაიკითხავს კომიტეტის წევრი რუთ-გები ვერმოთ-მანგოლდი.

“მათი [ლტოლვილთა და დევნილთა] უმრავლესობა ლტოლვილთა ბანაკებში უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან მცირე ჰუმანიტარულ დახმარებაზე და მომავლის არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია”, ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონფლიქტები, რომლებიც თავდაპირველად მოკლევადიანი ჩანდა, დღეს კვლავ დაურეგულირებელი რჩება. “ამ მხრივ, საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას გამოძებნოს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზები”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)