სახელმწიფო მინისტრი მთავრობას აკრიტიკებს ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო
(თბილისი, 10 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – 10 ივლისის სამთავრობო სხდომაზე სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე მოხსენებით გამოვიდა 2002 წლის პირველი ექვსი თვის საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების თაობაზე.
ჟორბენაძემ მთავრობის წევრები გააკრიტიკა ბიუჯეტის დეფიციტის გამო. მისი თქმით, დაუშვებელია, როცა ერთ ადამიანს აკრიტიკებენ ბიუჯეტის შეუსრულებლობისთვის.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ 9 ივლისს განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტს დაგეგმილ შემოსავლებში 63 მილიონი ლარი დააკლდა.
ჯორბენაძის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის მთავარი მიზეზი სახელისუფლებო სტრუქტურებში არსებული კორუფციის მაღალი დონეა.
მთავრობის სხოდმაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზებს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განიხილავენ ივლისის ბოლოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)