პარლამენტმა 11 სექტემბერთან დაკავში-რებით განცხადება მიიღო
(თბილისი, 11 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტმა 11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება მიიღო, სადაც გმობს “საერთაშორისო ტერორიზმსა და ქვეყნებს, რომლებიც მას ფინანსურად ეხმარებიან”. განცხადებაში ნათქვამია, რომ “საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს აშშ-ის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მის მიერ გატარებულ ზომებს მსოფლიოში ტერორიზმის აღმოსაფხვრელად”. განცხადება 140-მა დეპუტატმა ერთხმად მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)