თავდაცვის სამინისტრო საბაჟო შეღავათებს ითხოვს

(თბილისი, 15 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თავდაცვის სამინისტრო პარლამენტს თხოვს ცვლილებები შეიტანოს კანონმდებლობაში საბაჟო შეღავათების შესახებ, რათა სამინისტრომ შეძლოს დახმარების სახით გამოყოფილი სამხედრო აღჭურვილობის მიღება.

14 ნოემბერს გამართულ სამხედრო საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო ვერ იღებს სათადარიგო ნაწილებს სამხედრო აღჭურვილობისთვის, რომელიც აშშ-ნა საქართველოს დახმარების სახით გამოუყო, რადგან ვერ იხდის საბაჟო გადასახადს დაუფინანსებლობის გამო.

სამხედრო საბჭოს სხდომაზე დამსწრე პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს თევზაძემ თხოვა, რომ ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოში ამ პრობლემის განხილვის დაჩქარებას.

სხდომაში მონაწილეობას იღებდა აგრეთვე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ტავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაში ასრებული პრობლემების გამო კომიტეტის სხდომაზე მიიწვევენ ფინანსთა მინისტრ მირიან გოგიაშვილს.

2002 წლის 10 თვის შედეგებით თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მიუღია კუთვნილი 11 მილიონი ლარი. ასევე არ მიუღია სამინისტროს პარლამენტის მიერ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის დამტკიცებული კიდევ 11 მილიონი ლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)