სამმა დეპუტატმა კონსტიტუცია დაარღვია – პარლამენტის საგამოძიებო კომისია

(თბილისი, 19 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 18 ნოემბერს განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში პარლამენტის სამი დეპუტატის მონაწილეობა უკანონო იყო.

კომისია ამტკიცებს, რომ ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” წევრებმა ელენე თევდორაძემ, გიორგი ბარამიძემ და ელდარ შენგელაიამ 4 ნოემბერს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებსი მონაწილეობით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვიეს.

“პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს კანონი. წინა პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისას პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება”, – ნათქვამია საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლში.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა სხდომაზე უნდა განიხილოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ამ სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილებების შესაწყVეტად 79 დეპუტატის ხმაა საკმარისი.

თევდორაძე, ბარამიძე და შენგელაია აცხადებენ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ სახელმწიფო კანცელარიის დაკვეთა შეასრულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)