ნავთობის დაღვრის მიზეზი მილის განზრახ დაზიანება გახდა

(თბილისი, 20 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, 18 იანვარს გორის რაიონში ნავთობსადენ ბაქო-სუფსას მილიდან ნავთობის დაღვრის მიზეზი მილის განზრახ დაზიანება გახდა.

საქართველოს საერთაშორისო ნავთობკორპორაციის წარმომადგენელთა თქმით, დაზიანების შედეგად ნავთობის უმნიშვნელო რაოდენობა დაიღვარა.

ჰარემოს დაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ნავთობის დაღვრის შედეგად გარემოს საფრთხე არ შეექმნება, რადგან დაღვრილი ნავთობის რაოდენობა მცირე იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)