თბილისის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტში პენსიების გაზრდა გაითვალისწინა

(თბილისი, 15 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის საკრებულომ 14 მარტს მეორე მოსმენით დაამტკიცა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი.

პროექტში გათვალისწინებულია “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა პენსიების 3 ლარით გაზრდის თაობაზე.

საკრებულომ არ გაითვალისწინა “ლეიბორისტული პარტიის” მოთხოვნა “03”-ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფასო მომსახურებაზე გადაყვანის თაობაზე. ბიუჯეტში ჩაიდო მხოლოდ სოციალურად დაუცველი ფენებისთვის “სასწრაფო დახმარების” სამჯერ უფასოდ გამოძახება.

ამ ხარჯებისთვის ბიუჯეტში სულ 2,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ორი კვირის წინ პირველი მოსმენით ჩააგდო, რადგან არ იყო გათვალისწინებული პენსიების მომატების საკითხი და რამდენიმე შენიშვნით კვლავ დედაქალაქის მთავრობას დაუბრუნდა.

This post is also available in: English (ინგლისური)