საქართველო, აზერბაიჯანი და უკრაინა ნატოში გაწევრიანებისთვის ითანამშრომლებენ

(თბილისი, 22 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის საპარალმენტო დელეგაციებმა ლიტვაში ვიზიტისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კოორდინაციულ მუშაობას ნატოში გაწევრიანებისთვის.

როგორც დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ 21 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში სომხეთისა და მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციებიც შეუერთდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)