“გაზპრომმა” სომხეთისთვის გაზის მიწოდება დაიწყო
(თბილისი, 18 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსულმა კომპანია “გაზპრომმა” უკვე დაიწყო საქართველოს გავლით სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება. ამის შესახებ მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი 1 ივნისს მოეწერა.
ხელშეკრულების მიხედვით წელს “გაზპრომი” სომხეთს 690 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. სომხეთი გაზზს ასევე მიიღებს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერასგანაც”.
საქართველო ამ ხელშეკრულების საფუძველზე დამატებით ბუნებრივ აირსს არ მიიღებს და მხოლოდ ტრანსპორტირებული გაზის 10% დარჩება. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი კიზირიამ აცნობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)