მორიგი აფეთქება გორში

(თბილისი, 21 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – გორში “გაერთიანებული დემოკრატების” რეგიონალური ორგანიზციის ხელმძღვანელის გიორგი მჭედლიშვილის სახლის ეზოში მორიგი აფეთქება მოხდა. ამაში თავად გიორგი მჭედლიშვილი მის ოპონენტებს ადანაშაულებს.

აფეთქების შედეგედ არავინ დაშავებულა. ანალოგიური აფეთქება მჭედლიშვილის ეზოში ორი თვის წინაც მოხდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დღესვე გორში საპროტესტო აქცია გამართეს “გაერთიანებული დემოკრატიული” პარტიის წარმომადგენლებმა. მათ ცენტრალური გზა გადაკეთეს და ხელისუფლებისგან სათანადო ზომების მიღება მოითხოვეს მსგავი ფაქტების აღსაკვეთად.

გორის რაიონის სამართალდამცავი ორგანოები ამ ინციდენტში გიორგი მჭედლიშვილს ადანაშაულებენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)