რუსეთს აღმოსავლეთ საქართველოდან ტყვია-წამალი და სამხედრო აღჭურვილობა გააქვს
(თბილისი, 23 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საგარეჯოში განლაგებული 130-ე სამხედრო ბაზიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტყვია-წამალი და სამხედრო აღჭურვილობა გააქვს.
ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების შტაბის ცნობით, ტყვია-წამალი და სამხედრო აღჭურვილობა გადააქვთ რუსეთის სამხედრო ბაზაზე სომხეთში, კერძოდ გიუმრიში.
სამხედრო აღჭურვილობის გატანა რუსეთ-საქართველოს შორის გასული წლის ბოლოს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)