შევარდნაძე აფხაზებისა და ოსების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას არ აპირებს

(თბილისი, 1 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდით მოგვარების წინააღმდეგია.

“სანამ პრეზიდენტი ვარ აფხაზების და ოსების წინააღმდეგ იარაღს არ გამოვიყენებ, თავის დროზე ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც დამოუკიდებელმა საქართველომ ჩაიდინა”, – განაცხადა 1 ივლისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა საზოგადოების დამფუძნებელ ყრილობაზე.

საზოგადოება ახლახანს ჩამოყალიბდა და მის ლიდერად მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ხატიძე აირჩიეს. საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სახელმწიფო ორგანოს შექმნა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებსი მსგავსად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)