თურქეთის ჟანდარმერიის დელეგაცია თბილისში
(თბილისი, 4 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქეთის ჟანდარმერიის წარმომადგენელთა დელეგაცია ჩამოდის, რომელსაც ჟანდარმერიის მთავარსარდალი შერენ ბერიუგური მეთაურობს.
“ვიზიტის მიზანია თურქეთის ჟანდარმერიასთან ჩვენი დაახლოება და მომავალი თანამშრომლობა, ასევე ევროპის ქვეყნების შესაბამის უწყბებთან ჩვენი შესაძლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა. ჩვენ ყველა რეფორმას ეტაპობრივად ვახორციელებთ ამის გამო თანამშრომლობა გარდუვალია”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას შინაგანი ჯარების მეთაურმა გია შერვაშიძემ.
თურქეთის დელეგაცია თბილისში ორი დღის განმავლობაში დარჩება და შეხვედრებს გამართავს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)