შევარდნაძემ “ბრითიშ პეტრულიუმის” პრეზიდენტი მიიღო

(თბილისი, 28 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 27 მაისს კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმის” მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ლორდი ჯონ ბრაუნი მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე “ბი-პი”-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტირმა ვერტმფრენით შემოიფრინა და დაათვალიერა მთელი ტრასა, რომელზეც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა უნდა გაიაროს.

ჯონ ბრაუნის განცხადებით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამუშაო პროცესის მიმდინარეობამ. კომპანია ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული და მთავარ ყურადღებას აქცევს სამუშაო ადგილების და მოსახლეობის დახმარების გრძელვადიან პროგრამის განხორციელებას.

საქართველოს პრეზიდენტმა ლორდ ჯონ ბრაუნს საქართველოს უმაღლესი ჯილდო – ღირსების ორდენი გადასცა. თბილისში ჩამოსვლამდე ბრაუნი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა, 28 მაისს კი საქართველოდან თურქეთში ჩადის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)