ვანდალიზმის აქტი გორში

(თბილისი, 23 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “გაერთიანებული დემოკრატების” გორის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელს ანდრო მინდიაშვილს გასულ ღამეს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ტანზე დანით “კმარა გოგი” ამოატვიფრეს.

როგორც პარტიის გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ქმედება გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს გოგი მჭედლიშვილს უკავშირდება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით გორში ჩავიდა პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, რომელმაც ამ ინციდენტში ნაწილობრივ სამართალდამცავი ორგანოები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულა. დღეს კი ეს ინფორმაცია პარლამენტში ფრაქცია “დემოკრატების” თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ გააცნო დეპურატებს და შესაბამისი ორგანოების მხრიდან ექსპერტიზის და გამოძიების დაუყოვნებლივ ჩატარება მოითხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)