გაერთიანებული დემოკრატები მზად არიან იმუნიტეტი მოიხსნან
(თბილისი, 22 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე და პარტიის წევრი მიხეილ მაჭავარიანი მზად არიან მოიხსნან იმუნიტეტი და პასუხი აგონ თავიანთ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტში სოციალისტების ფრაქციის ლიდერთან შეხლა-შემოხლის ინციდენტს ეხება.
“ჩვენ ყველა მზად ვართ მოვიხსნათ იმუნიტეტი, რომელიც ზოგისთვის შველა და წამალია, ჩვენთვის კი მთავარი სიმართლის დადგენაა და ვაცხადებთ, რომ კანონის წინაშე მართლები ვართ”, – განაცხადეს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “გაერთიანებული დემოკრატების” წევრებმა.
გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ 21 მაისს იმ დეპუტატების ვინაობა დაასახელა, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ. გაბრიჩიძის განცხადებით, ეს დეპუტატები არიან მიხეილ მაჭავარიანი და ზაზა შერაზადაშვილი. მისივე თქმით, გამოძიების შედეგების მიხედვით, პროკურატურა ამ კვირის ბოლოს მიმართავს პარლამენტს აღნიშნული დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
დაპირისპირება პარლამენტში კვლავ ჩხუბში გადაიზარდა
რჩეულიშვილი პარლამენტში მოხდარ ჩხუბს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)