ქართველი სამხედრო ექიმები ერაყში გასამგზავრებლად ემზადებიან

(თბილისი, 9 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – თავდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები სამხედრო ექიმების გარკვეულ კონტიგენტს ამზადებენ, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი ერაყში გადაყვანა.

“ამ ეტაპზე ექიმთა დამხმარე ჯგუფის გაგზავნის შესახებ მოთხოვნა აშშ-ს მხრიდან არ ყოფილა, თუმცა ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)