“მწვანეები” სახელისუფლებო ბლოკს მიუერთდნენ

(თბილისი, 19 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “მწვანეთა პარტია” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას სახელისუფლებო ბლოკთან “ახალი საქართველოსთვის” ერთად აპირებს. ამის შესახებ მწავნეთა პარტიის თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ ოფიციალური განცხადება დღეს გააკეთა.

“პარტია დამოუკიდებლად არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენ სახელისუფლებო ბლოკში გავერთიანდებით”, – აცხადებს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე.

დღესვე კანცელარიაში შედგა ბლოკის მორიგი თათბირი, რომელსაც პირველად დაესწრო მწვანეთა პარტიის ლიდერი.

სხდომაზე სოციალისტების თავმჯდომარე ვახტავგ რჩეულიშვილი წინადადებათ გამოვიდა, რომლის თანახმადაც ბლოკში ახალი პარტიების გაწევრიანება უნდა შეწყდეს და დაწესდეს კვოტები.

This post is also available in: English (ინგლისური)