პირველი კვარტლის ბიუჯეტში 18 მილიონის გარღვევა დაფიქსირდა
(თბილისი, 3 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – პირველი კვარტლის ბიუჯეტის გეგმის შესრულებას 18 მლნ ლარი დააკლდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ხაზინის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
22 მლნ ლარის ოდენობის გარღვევის შესახებ საუბრობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი განცხადებით, პირველი კვარტლის ბიუჯეტის გეგმა არასწორად იყო დაგეგმილი, რის გამოც სხვადასხვა მონაცემები არსებობს.
გოცირიძის თქმით, “მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრყ ამტკიცებდნენ, რომ ბიუჯეტი შესრულებულია, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ დეფიციტი 22 მილიონს შეადგენს”.
This post is also available in: English (ინგლისური)