დღეს ამოიწურა ცსკო-ში არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების განაცხადების წარდგენის ვადა
(თბილისი, 2 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტარლურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამოიწურა 2 ნოემბრის საპარლამენტო არცევნებში მონაწილეობის მსურველი პოლიტიკურმა პარტიების მიერ განაცხადების წარდგენის ვადა. ძველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ზესაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის განაცხადების რაოდენობა 47 აღწევს. რეგისტრაციაში გატარდა უკვე 26 პარტია.
ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებსაც წარმომადგენლობა ჰყავთ პარლამენტში, ავტომატურად გადიან რეგისტრაციას და ხელახალი განაცხადის წარდგენა საჭირო არ არის.
This post is also available in: English (ინგლისური)