სასამართლომ ჩეჩენი ხამზატ ისაევი უდანაშაულოდ ცნო
(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის საოლქო სასამართლომ დღეს ჩეჩენი პატიმრის ხამზატ ისაევის წინააღმდეგ წარმოდგენილი მასალები საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ უსაფუძვლოდ ცნო.
“არცერთი ეს ბრალდება სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია და სამართლიანი განაჩენი გამოიტანა”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ადვოკატმა აჩიკო ჩოფიკაშვილმა.
სასამართლოს განაჩენის მიხედვით, პროკურატურას 14 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში საოლქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.
ჩეჩენი ხამზატ ისაევი 2002 წლის აგვისტოს ქართველმა მეასზღვრეებმა 12 პირთან ერთად დაკავა. 5 ჩეჩენის ექსტრადირება რუსეთში 2002 წლის 4 ოქტომბერს მოხდა. სამი ჩეჩენის ექსტრადირება კი უზენაესს სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)