მოქმედმა პრეზიდენტმა მინისტრების კანდიდატურები წარადგინა
(თბილისი, 27 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრების კანდიდატურები წარადგინა. “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია სახელმწიფო მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, “გაერთიანებული დემოკრატების” წევრი გიორგი ბარამიძე შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო ზურაბ ნოღაიდელი ფინანსთა მინისტრის პოსტზე. ზურაბ ნოღაიდელი ფინანსთა მინისტრიეს პოსტს 1999-2000 წლებშიც იკავებდა.
This post is also available in: English (ინგლისური)