ბურჯანაძეს ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა პუტინთან
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე 15 დეკემბერს ბაქოში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ორივე ლიდერი ბაქოში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაკრძალვას ესწრებოდა.
„საუბარი 20-წუთიანი, თუმცა საკმაოდ კონსტრუქციული იყო. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს მეგობრული ურთიერთობების დამყარება საქართველოსთან. ჩვენ აფხაზეთის, პანკისის ხეობის და ეკონომიკური საკითხებიც განვიხილეთ. თუმცა, შეხვედრა ძალიან ხანმოკლე იყო, და ჩვენ ვერ მოვასწარით რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხის განხილვა“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ბაქოდან ჩამოსვლის შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა იგი რუსეთში დაპატიჟა. სავარაუდოდ, ნინო ბურჯანაძე მოსკოვს მომავალ კვირას ეწვევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)