ბერეზოვსკი თბილისში ჩამოვიდა

(თბილისი, 3 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი, რომელიც რუსეთის მიერ სახელმწიფო სახსრების უკანონო მითვისებისთვის იძებნება, შუაღამისას თბილისში ჩამოვიდა.

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსმა შალვა ლონდარიძემ განუცხადა “სივილ ჯორჯიას”, რომ ბერეზოვსკი თბილისში შუაღამისას ჩამოვიდა და დედაქალაქი დილის 5 საათზე დატოვა.  

არაოფიციალური ინფორმაციით, ბერეზოვსკი ქართველ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს შეხვდა, რომელიც ასევე იძებნება რუსეთის მიერ იგივე ბრალდების გამო.

შალვა ლონდარიძის განცხადებით, ბერეზოვსკი თბილისში ლონდონიდან პატარკაციშვილის კუთვნილი თვითმფრინავით ჩამოფრინდა.

ლონდარიძის თქმით, ბერეზოვსკი არ იძებნება საქართველოს მიერ, ამგვარად მას სავიზო პრობლემები არ შექმნია. ბერეზოვსკის ხუთსაათიანი ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)