დსთ-ის აღმასრულებელი მდივანი საქართველოში წინასაარჩევნო პროცესს განიხილავს
დსთ-ის აღმასრულებელი მდივანი იური იაროვი 15 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი დროებით მთავრობასთან წინა-საარჩევნო პროცესის მომზადების საკითხს განიხილავს.
მხარეები ასევე განიხილავენ დსთ-ის დამკვირვებელთა მონაწილეობის საკითხს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
იური იაროვი უკვე შეხვდა სახელმწიფო მინისტრს ზურაბ ჟვანიას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს. მოგვიანებით, დაგეგმილია მისი შეხვედრა მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან.
იური იაროვი დსთ-ის დამკვირვებელთა ჯგუფს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ხელმძღვანელობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)