ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები თბილისში იმართება
ჰაიდი ტალიავინი და სერგეი შამბა თბილისში 10 თებერვალს გამართული შეხვედრისას. |
ქართულ მხარეს მოლაპარაკებებზე საგანგებო საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე უხელმძღვანელებს.
მოლაპარაკებებს, რომელიც გაეროს დამკვირვებელთა მისიის თბილისის ოფისში მიმდინარეობს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰაიდი ტალიავინიც ესწრება.
მოლაპარაკებებში ასევე იღებენ მონაწილეობას გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.
აფხაზური მხარე თბილისში გასულ სექტემბერსაც აპირებდა ჩამოსვლას, თუმცა მაშინ ეს ვიზიტი, როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, უსაფრთხოების საკმარისი ზომების არ არსებობის გამო გადაიდო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)