ჟვანია-კოკოითის შეხვედრა კვირის ბოლოს იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის 6 აგვისტოს შესაძლო შეხვედრაზე იმსჯელა 3 აგვისტოს, გვიან ღამით ეროვნულმა უშიშროების საბჭომ.
“იმედია, რომ ჟვანია კვირის ბოლოს ჩავა ცხინვალში და შეხვდება ადგილობრივ ხელმძღვანელობას”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.
უშიშროების მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქართული მხარე ელოდება კოკოითის გამოხმაურებას მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით.
ედუარდ კოკოითი 3 აგვისტოს დაბრუნდა ცხინვალის რეგიონში მოსკოვიდან, სადაც 26 ივლისის შემდეგ იმყოფებოდა.
“ჟვანიას მოსალოდნელი ვიზიტი ცხინვალში იმის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა და ამ მიზნით ყველა ღონეს ხმარობს”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)