გენერალური პროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა
ქართული მედიის ცნობით, გენერალური პროკურორის მოადგილე გია ჯიქია 25 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ბათუმში მისი ვაჟიშვილი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.
გია ჯიქიას ვაჟი 15 აგვისტოს დააკავეს. მან უცხო პიროვნებას შეკამათების დროს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე გია ჯიქია მთავარ სამხედრო პროკურორად მსახურობდა.
This post is also available in: English (ინგლისური)