ნოღაიდელი: “რუსთავი 2“–ის საქმეში არ ჩავერევით
დღეს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კომენტარი გააკეთა “რუსთავი 2“–ის წამყვანი ჟურნალისტის ეკა ხოფერიას გადაწყვეტილებაზე ტელეკომპანიის ზეწოლის გამო დატოვებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის საქმეებში არ ჩაერევა.
“ჟურნალისტის და დამოუკიდებელ ტელევიაზიას შორის ურთიერთობები ეს მათი გადასაწყვეტია მხოლოდ და მხოლოდ და ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმეში არ ჩავერევით“, – განუცხადა “რუსთავი 2“–ს სამეგრელოში მყოფმა ნოღაიდელმა 7 ივლისს.
ხოფერიამ საავტორო გადაცემა “თავისუფალ თემაში“ ტელეკომპანიის დატოვების შესახებ განცხადება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო პროცესის განხილვის დროს გააკეთა. სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი პროტესტი და ქუჩის აქციები მოჰყვა.
“რაც შეეხება საერთოდ ვითარებას ქვეყანაში, კრიზისს საქართველოში ვერავინ ვერ შექმნის“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)