პარლამენტმა ჩააგდო პენსიების გაზრდაზე ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივა
პარლამენტმა 27 აპრილს 28 ხმით, 15-ის წინააღმდეგ ჩააგდო ოპოზიციური ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” მიერ ინიცირებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პენსიების გაზრდას სტაჟის მიხედვით ითვალისწინებდა.
კერძოდ, დეპუტატ ზვიად ძიძიგურის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, პენსია 38-დან 45 ლარამდე უნდა გაზრდილიყო და ყოველ ნამსახურებ წელიწადზე 1 ლარი უნდა დამატებოდა, რასაც ბიუჯეტიდან დამატებით 202 მლნ ლარამდე თანხის მობილიზება დასჭირდებოდა.
უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს იმ მოტივით, რომ დღეს შეუძლებელია პენსიონერების სტაჟისა და ნამსახურების დადგენა იმ პრაქტიკის გამო, რაც შრომის წიგნაკების გაყალბებას უკავშირდება.
”ჩვენ მხარს ვუჭერთ სამართლიანი გზით პენსიების ზრდას,”-განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა სხდომაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)