საქართველოს ხელმძღვანელობა BSEC-ის სამიტზე გაემგზავრა
პრეზიდენტი სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კვირას სტამბოლში გაემგზავრნენ, სადაც 25 ივნისს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.
სტამბოლში ორგანიზაციის 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, მოლდოვას, რუმინეთის, რუსეთის, სერბეთის, თურქეთის და უკრაინის ლიდერები შეიკრიბებიან.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტს აჰმედ ნეჯეთ სეზერს და პრემიერ-მინისტრთან რეჯეფ თაიპ ერდოგანთან, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, რომელიც ასევე სტუმრობს სტამბოლს, თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)