ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რენე ვან დერ ლინდენი 5-7 ივლისს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა.


დაგეგმილია  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრები პარლამენტის უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა  ბეჟუაშვილთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


ვიზიტის ფარგლებში რენე ვან დერ ლინდენი ბათუმს და ცხინვალსაც ეწვევა. მისი ცხინვალში ვიზიტის ეუთოს მიერაა ორგანიზებული.


ბოლო შეხვედრას რენე ვან დერ ლინდენი ქურთაში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან გამართავს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)