ქართული მხარე შსკ-ს სხდომის თბილისის ეუთოს ოფისში ჩატარების ინიციატივით გამოდის

ქართული მხარე გამოდის ინიციატივით 25-26 ივლისს თბილისში, საქართველოში ეუთოს მისიის ოფისში გაიმართოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) პლენარული სხდომა.


13 ივლისს შსკ-ს რუსული, სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ ოსური მხარეების თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში  შეხვედრის შედეგად განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ თბილისში შსკ-ს პლენარული სხდომის ჩატარებას იმ პირობით, თუ ეს შეხვედრა ”გულმოდგინედ იქნება მომზადებული”. 


მოგვიანებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა ასევე განაცხადა, რომ ოსური მხარე თბილისში შსკ-ს სხდომას დაესწრება, თუ შეხვედრა რუსეთის საელჩოს შენობაში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)