ქართველი ჯარისკაცები ერაყში მიემგზავრებიან
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში, 20-22 ივლისს, ქართველი ჯარისკაცები ქუვეითში ეტაპობრივად გაემგზავრებიან. ჯარისკაცების მცირე შემადგენლობა უკვე გაემგზავრა ქუვეითში 16 ივლისს.
მოგვიანებით, ქუვეითიდან 23 ივლისს ქართული ბრიგადა ერაყში ჩავა, სადაც სამშვიდობო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოსა და ქუვეითს შორის დადებული ხელშეკრულება იურიდიულ საფუძველს უქმნის საქართველოს გააგზავნოს ქართული ასეული ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილების მისაღებად. ხელშეკრულება დადებულია ქუვეითთან, როგორც სატრანზიტო ქვეყანასთან. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ექნებათ საშუალება შევიდნენ და დატოვონ ქვეყანა ვიზებისა და პასპორტების გარეშე, მხოლოდ სამხედრო ან სამთავრობო მოწმობის გამოყენებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)